გავრცელებული ტენდენცია, რომ ბიზნესი უნდა იყოს გაციფრულებული.
WordPress არის ღია კოდის, ვებგვერდის შექმნის ინსტრუმენტი, დაწერილი პროგრამირების ენაზე PHP. ის ლიცენზირებულია ზოგადი საჯარო ლიცენზიით, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერს, არა მხოლოდ გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა, არამედ შეცვალოს იგი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად და გაუზიაროს ეს ცვლილებები სხვებს.
მსოფლიოში არსებული საიტების 43% WordPress-ზე მუშაობს, ფაქტობრივად, ყოველი მეორე საიტი, სადაც შედიხართ ამ სისტემაზეა აწყობილი.
დიდი სახელის მქონე საიტები, როგორიცაა CNN, BBC America, The New Yorker, Microsoft News Center, TechCrunch და უამრავი სხვა, თვით „თეთრი სახლის” საიტიც კი WordPress-ზეა აწყობილი. საქართველოში სავარაუდოდ ყოველი 5 საიტიდან 4 WordPress-ზეა.
ქართული ბაზარიც ნელ-ნელა ხვდება, რომ WordPress ძრავაზე დამზადებული საიტი ბევრად მომგებიანია.
მისი გატეხვა თითქმის შეუძლებელია, განახლებები ყოველთვის მოდის, ოპტიმიზირებულია საძიებო სისტემებთან და სამართავად მარტივია. რასაც ვერ ვიტყვით თავიდან ბოლომდე დეველოპერების მიერ დაწერილ, custom აწყობილ საიტებზე, რომლებსაც გამუდმებით სჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა და დეველოპერული გუნდი, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება.
ჩვენი ყველა სერვისი გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებითა და პროფესიონალიზმით.
ამის გარანტიას ჩვენი 11 წლიანი გამოცდილება გვაძლევს.
თუ გსურთ მიიღოთ მაღალი ხარისხი, მაშინ დროა დაგვიკავშირდეთ.