გაჩვენებთ. დაგველოდეთ...

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა ავირჩიო ფოტო სტუდია 650?

თქვენ აქ დახვდებათ პროფესიონალი გუნდი რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფენ. ყველა ბავშვი განსაკუთრებულია ამიტომაც ფოტოსესიის პროცესი ყოველთვის იქნება ინდივიდუალური თქვენსა და თქვენს პატარაზე მაქსიმალურად მორგებული.

გახსოვდეთ, რომ ფოტო ეს არის წარსული რომელიც მუდამ ცხოვრობს აწმყოში.

რა სახის მომსახურებას გვთავაზობს ფოტო სტუდია 650?

ჩვენი მრავალმხრივი ფოტოგრაფები გვაძლევს შესაძლებლობას ყველა მიმართულებით ვუზრუნველყოთ ფოტო მომსახურება, როგორებიცაა: ინდივიდუალური (გარე, სტუდიური), საბავშვო (გარე, სტუდიური), საქორწინო, საბანკეტო და ნებისმიერი სახის სადღესასწაულო.

რამდენი ხნით ადრე ხდება ჩაწერა?

ჩაწერა ხდება რამდენიმე დღით ადრე, ყოფილა შემთხვევები იმ დღესვეც ჩაგვიწერია.

როგორ ხდება წინასწარ ჩაწერა?

შესაძლებელია წინასწარ ჩაწერა როგორც სოციალური ქსელების Facebook ან Instagram პირად შეტყობინებაში, ასევე სტუდიის ნომერზე დარეკვით 551 101 650 და ჩვენს საიტზე ონლაინ ჩაწერის მეშვეობით.

წინასწარ ჩასაწერად აუცილებელია ფოტოსესიის თანხის ნაწილის ჩარიცხვა – საქართველოს ბანკის გარე აპარატებიდან, ანგარიშზე თანხის შეტანით პირად ნომერზე 61010018157 ლარის ანგარიშზე.

რა უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხს?

ფოტოსესია მოეწყობა 3D მაღალი ხარისხის ფონებზე, რატომ 3D ფონები? ეს არის მარტივი გზა იმისთვის რომ რამდენიმე დეკორაციაზე შეძლოთ გადაღება და დრო დაიზოგოს ფოტოსესიაზე, დრო მნიშვნელოვანია ბავშვის ხასიათზე.

გვაქვს უამრავი არჩევანი დეკორაციების: დაბადების დღის; საჩუქრების ოთახის; ზღვის; პლაჟის; ბუნების; ტყის; ანიმაციური ფილმების გმირების; დეკორატიული ოთახების; საახალწლო კუთხეების.

ასევე 3D ფონი არის უსაფრთხო.

ასევე გვაქვს პროფესიონალური, მაღალი დონის განათება, აპარატურა და რა თქმა უნდა ფოტოგრაფი, რომელიც გამოირჩევა საქმისადმი სიყვარულით.

სამოსი გაქვთ?

ყველა ტანსაცმელს აქვს ზომა, ჩვენთან ყველა ასაკის ადამიანი მოდის, მხოლოდ ბავშვებზე რო ვთქვათ 1 წლიდან 15 წლამდე შეუძლებელია ტანისამოსი გვქონდეს…

ტანსაცმელი თქვენ უნდა წამოიღოთ, თუ შერჩეული გაქვთ ფონები (დეკორაციები) მარტივად შეუსაბამეთ და წამოიღეთ რამდენიმე ვარიანტი (ნარიადი), გამოცვლაში არ ხართ შეზღუდული.

ქუდები, კაშნები, პლედები, წინდები, აქსესუარები და სათამაშოები ძალიან ბევრი გვაქვს

რამდენ ხანში მომაწვდით ფოტოებს? ვინ მომაწვდის ან სად?

ფოტოების მიწოდება 3-5 დღე.

ვაგზავნით თანამედროვე საშუალებით Wetransfer ან Google Drive ლინკის სახით. არ კარგავს ხარისხს და ფოტოები იგზავნება ორიგინალი ზომით. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ როგორც კომპიუტერით-ლეპტოპით ასევე ტელეფონით.

დისკზე ფოტოებს არ ვწერთ, რატომ? ახალ-თანამედროვე კომპიუტერებს დისკის წამკითხველები არააქვს, უკვე გადავიდა მოხმარებიდან, რა თქმა უნდა ტელეფონსაც არააქვს დისკის წამკითხველი. ამ ყველაფრის მიუხედავად დისკი მალე ფუჭებადია, შეიძლება რამდენიმე თვის მერე ვეღარ გახსნათ.

დღემდე გვიკვირს როცა გვეკითხებიან დისკზე რატომ არ წერთ??

ვაუჩერის შეძენა მინდა დისტანციურად რომ მოხდეს რამდენად შესაძლებელია?

დაგვირეკეთ ფოტო სტუდიის ნომერზე 551 101 650

შემდეგ შეგიძლიათ დაჯავშნოთ თარიღი

თარიღის დასაჯავშნად აუცილებელია ჩარიცხოთ თანხა – საქართველოს ბანკის გარე აპარატებიდან, ანგარიშზე თანხის შეტანით პირად ნომერზე 61010018157 ლარის ანგარიშზე.

ამის შემდეგ ვაუჩერს მიიღებთ ელექტრონული ვერსიით

საერთო ჯამში რამდენ ფოტოს გადაიღებთ

ფოტოების რაოდენობა დამოკიდებულია ბავშვზე, რამდენად დამყოლი იქნება ფოტოსესიის პროცესში. თუ ბავშვი ცელქია გვიწევს ბევრი ფოტოების გადაღება, ბევრი ფოტო მაგ: 100 და 150 ფოტო სულაც არ ნიშნავს კარგს. უმჯობესია იყოს 50 და კარგი ფოტოები, ემოციური, ლამაზი და მხიარული

რამდენი ხანია არსებობს ფოტო სტუდია 650?

ფოტო სტუდია 650 დაარსდა 2018 წლის თებერვალს. მიუხედავად არცთუ ისე დიდი დროისა, ჩვენ უკვე შევძელით მოგვეპოვებინა პოპულარობა აჭარაში, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებულები, რომ ნებისმიერი თქვენი თხოვნა, კითხვა ან წინადადება განხილული და დაკმაყოფილებული იქნება უმოკლეს დროში.

ზუსტად რა ადგილზე ხართ?

შეგიძლიათ მარტივად ისარგებლოთ Google Map ნავიგატორით ჩვენი კოორდინატებია Map 650 Studio

თუ არ გაქვთ ნავიგატორი ფოტოებით მოგვაგნებთ 🙂

მისამართი: ბათუმი, გორგილაძის 118 (ძველი გორკის ქუჩა)

Show Sidebar Hide Sidebar

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url